„ეს არის უდიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ადარებენ. ჩემმა ძმამ, ერთხელ მაგალითი მოიტანა, ეს იგივეა რომ Პაციფზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ეს (მიხეილ სააკაშვილი) არის აბსოლუტურად კარიკატურული პერსონაჟი, თავისი დღევანდელი ქცევით და კლოუნადით. ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას, მაგრამ თავიანთი შეგნებით ეს ხალხი ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა და ღმერთმა მაგ სიმართლითა და სისწორით გაუმარჯოთ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.