„პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე და ვიცი პოლიტიკური პატიმარი რაც არის და ვიცი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რაც არის“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თუ ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს გაამართლებს, მერე ვილაპარკოთ. კლიშეების მიკერება, პოლიპატიმრობა და გმირობა - ეს ამ ადამიანთან მიმართებაში არ გამოვა, თორე ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მართლა პოლიტპატიმრები გვყავდეს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.