logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: დღეს ჩემს ცხოვრებაში ალბათ პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად მექნება ყველაზე მძიმე ეთერი
- +

8 ოქტომბერი. 2021. 00:11

 

კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ახლა გზაში ვარ.

მანქანა რამდენჯერმე გავაჩერე და ერთ-ერთი გაჩერებისას გადავწყვიტე პოსტი დამეწერა.

გავაჩერე იმიტომ, რომ ემოციები არ მაძლევს მანქანის მართვის საშუალებას.

მივდივარ იმედში სადაც 23:00 საათზე გადაცემა იმედი ლაივში სტუმრად მიმიწვიეს.

მინდა წინასწარ ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას თუ თავი ვერ შევიკავე და ემოციებმა მძლია, ვინაიდან დღეს ჩემს ცხოვრებაში ალბათ პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად მექნება ყველაზე მძიმე ეთერი.

მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახს იმისათვის, რომ გადავწყვიტე ბევრი წლის დაფარული და მათთვის უცნობი ისტორიის მოყოლა.

გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ახლა არის დრო გაიგოს ყველამ რას უკეთებდა რეჟიმი ადამიანებს, ოჯახებს, რომლის შემიოქმედი და სულისჩამდგმელი ციხეშია.

მიშა არის დამნაშავე და პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ იმ საქმეებზე რომლებიც ბრალად ედება, არამედ იმისთვის, რომ გააუბედურა ასობით ოჯახი!

იმდენი გარეწრობაა მისი და მისი ამფსონების კისერზე, მთელი სიცოცხლე რომ ციხეში ისხდენ ვერ გამოისყიდიან, მაგრამ ეს სასამართლოს და უფლის გადასაწყვეტია.

მე კი ერთ ისტორიას მოგიყვებით რამაც ვერ გამტეხა, მხოლოდ ერთი მიზეზით, მე არ ავირჩიე გარეწრების მხარე და უფალი დამეხმარა ამის ყველაფრის ღირსეულად გადატანაში!“, - დაწერა ოქიტაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner