„„ქართული ოცნება“ არანაირი ლოგიკის მიხედვით არ და ვერ იქნება რუსული პროექტი, თავის სათამაშო მოედანზე ვერაფრით ვერ შეიყვანა რუსეთმა ეს პოლიტიკური ძალა“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რომელ რუსულ პროექტზე ვსაუბრობთ ყველაფერი ხონჩაზე და ლანგარზე მიართვეს რუსეთს. არ მინდა ახლა დეტალების გამჟღავნება, რაც სუფთა სამსახურეობრივია და ამ წიაღებში არ შევალ. არ ვარ მე ამათი გუნდისა და მათი სატელიტი გუნდის წევრების მსგავსად ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება სამსახურის თემებზე ეთერში ვილაპარაკო, მაგრამ ეს კარგად იცის ყველამ.
ყველა ობიექტი „ნაციონალების“ დროს გაიყიდა რუსეთზე და ზუსტად რუსული გეგმის ნაწილი არიან და თავიდან ბოლომდე. რატომ არ აშუქებთ იმ ინტერვიუებსა და ჩანაწერებს, როდესაც ისინი დითირამბებს უმღეროდნენ რუსეთს. რასაც ვერ ინატრებდნენ რუსები, ზუსტად ის დაიკანონეს და ის „გაიპარავეს“ საქართველოში. „ქართული ოცნება“ არანაირი ლოგიკის მიხედვით არ და ვერ იქნება რუსული პროექტი, თავის სათამაშო მოედანზე ვერაფრით ვერ შეიყვანა რუსეთმა ეს პოლიტიკური ძალა. ბოლოს და ბოლოს უვიზო მიმოსვლა მივიღეთ ამ ხელისუფლების პერიოდში და კარგად ვიცით, რომ მანამდე ამ თემას პულსი არ ესინჯებოდა“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.