„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით, უნდათ, რევოლუციის შტაბი მოაწყონ მერიებში და დაწესებულებებში, ესენი ხომ ამისთვის ემზადებოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო - მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები ამ რევანშის მაყურებლები არ გახდნენ“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.