„მიშას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა ქვეყანაში შემოსვლის, ის კარგავდა პოლიტიკურ დივიდენდებს და მას პრაქტიკულად დაკარგული აქვს თავისი პარტია“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერია „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ის, თუ მას ვინ წაართვა პარტია, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ატეხილ აჟიოტაჟს გაგახსენებთ, როდესაც მელია (სააკაშვილიც იქ იმყოფებოდა ) და გახარია ერთად ბრძანდებოდნენ აშშ-ში. ეს იყო ჩვეულებრივი, სელექციური შეხვედრა, უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ვისზე გააკეთებდნენ ფსონს. ჩემი ინფორმაციით ფსონის ჩამოსვლა მოხდა მელიაზე. შესაბამისად იქიდან დაბრუნებულმა მელიამ დაიწყო პარტიის წმენდა“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.