logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მიშას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა ქვეყანაში შემოსვლის, მას პრაქტიკულად დაკარგული აქვს თავისი პარტია
- +

8 ოქტომბერი. 2021. 00:50

 

„მიშას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა ქვეყანაში შემოსვლის, ის კარგავდა პოლიტიკურ დივიდენდებს და მას პრაქტიკულად დაკარგული აქვს თავისი პარტია“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერია „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„ის, თუ მას ვინ წაართვა პარტია, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ატეხილ აჟიოტაჟს გაგახსენებთ, როდესაც მელია (სააკაშვილიც იქ იმყოფებოდა ) და გახარია ერთად ბრძანდებოდნენ აშშ-ში. ეს იყო ჩვეულებრივი, სელექციური შეხვედრა, უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ვისზე გააკეთებდნენ ფსონს. ჩემი ინფორმაციით ფსონის ჩამოსვლა მოხდა მელიაზე. შესაბამისად იქიდან დაბრუნებულმა მელიამ დაიწყო პარტიის წმენდა“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner