„მიხეილ სააკაშვილმა იცოდა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ხდებოდა. მე შეგახსენებთ ერთ ფაქტს, როდესაც მიშა გამოვიდა და თქვა ასეთი რამ: დღეს უნდა დაგვეჭირა თბილისის საგადასახადო სამსახურის რიგითი ჩინოსანი, ამ კაცის სახელი და გვარი თქვა და ვიღაცამ ოპერაციის ბრძანებ გასცა და ამიტომ ჩაიშალაო“, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა.
„იცოდა ასევე ძალიან ბევრი რამ, რომელზეც მას ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებისთვის აუცილებლად იქნება დასჯილი. მიხეილ სააკაშვილი არის ტიპური პოლიტიკური ავანტიურისტი“, - განაცხადა ხოფერიამ.