„არჩევნებში წაგებისა და ბელადი სააკაშვილის დაკავებაზე ცივი საერთაშორისო რეზონანსის გამო, დესტრუქციულ ფლანგს პანიკა აშკარად დაეტყო“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„გააფთრებით და ორკესტრირებულად უტევენ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოღონდ ისე უნიჭოდ და ისეთი მდაბიო ჭორებით, რომ სირცხვილია, პოლიტიკოსებად თუ ანალიტიკოსებად იწოდებოდნენ მსგავსი სუბიექტები.
ირაკლი ღარიბაშვილი არ აპირებს გადადგომას, "ქართული ოცნების" გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა ამ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შემდეგ.
შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოსტებზე ყოფნისას, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დააკავეს არაერთი ნაცჯალათი. ამიტომაც გავეშებულია სააკაშვილის სექტა, რომელიც ჩვეული მავნებლური დეზინფორმაციით ცდილობს პოზიციონირებას.
გამარჯვებული მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა არც კი განიხილება. "ნაცების" პროპაგანდა კი ჩვეულ ფსკერზეა - ნოდარ მელაძისა და ნიკა გვარამიას ორღობის ჭორბიუროები“, - წერს ანალიტიკოსი