logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: სააკაშვილის მოლოდინი, რომ უამრავი ხალხი გამოვიდოდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყებოდა, არ განხორციელდა
- +

8 ოქტომბერი. 2021. 01:24

 

„ლიზა იასკოს აქვს აქციების მოწყობის დიდი გამოცდილება, მან თვალნათლივ ნახა, რომ ის მოლოდინები, რაც სააკაშვილს ჰქონდა, რომ უამრავი, ზღვა ხალხი გამოვიდოდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყებოდა - არ განხორციელდა“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მინდა მიშას ვუთხრა, - ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია! ვიღაცები ეცდებიან რაღაც გააკეთონ, მაგრამ ეს (რევოლუციური) პროცესი ვერ აგორდება. მელიამ 30-მდე უნდა შეძლოს იმის დაფიქსირება, რომ მიშა მისი პარტიული ლიდერია და ის აკეთებს ყველაფერს, რომ მიშა გამოიყვანოს, მელია ხმებს ვერ მიიღებს, რადგან ხმები რეალურად არის სააკაშვილის, აქ არსებობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და როგორ აპირებს მელია ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ჩემთვის რთული განსასაზღვრია“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner