logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: ერთი ავანტურისტი და პოლიტიკური მასხარაა
- +

8 ოქტომბერი. 2021. 01:31

 

 

„რატომ უნდა იყოს ხმაური, რას წარმოადგენს სააკაშვილი? - ის ერთი ავანტურისტი და პოლიტიკური მასხარაა. რატომ ელოდებით მაინც და მაინც გამოხმაურებას?“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ „for.ge-სთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „როგორ ფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას რატომ არ ეხმაურება დასავლეთი?“.

 

„ზელენსკის, რა თქმა უნდა, გამოხმაურება უნდა ჰქონოდა, რადგან მისი უახლოესი თანამშრომელია. იმხელა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. თუმცა, რა რეფორმები ჩაატარა სააკაშვილმა უკრაინაში, შეგვიძლია ოდესის გუბერნიაში მოვიკითხოთ და შემდეგ უკრაინის რადაში. ბუნებრივია, უკრაინის მოქალაქეა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, ამიტომ, ზელენსკი ვალდებული იყო რაღაც განმარტება გაეკეთებინა. თუმცა, რა განმარტებაც გააკეთა, ისიც ყველამ მოვისმინეთ. როგორც ყველა უკრაინელ მოქალაქეს, ისე შევეცდებით, რომ გავუწიოთ დახმარებაო. ეს დახმარება არის ლიმიტირებული, რადგან ეს არის საქართველოს კანონმდებლობა. სააკაშვილმა კრიმინალური დანაშაულის შემდეგ შეაფარა თავი უკრაინას და უსამართლოდ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ეს მას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობიდან, რაც საქართველოში აქვს ჩადენილი. ამიტომ, ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობა გვაქვს, მათ თავისი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner