logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ეს ნიშანი იყო იმის, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გაყალბებას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურებაა
- +

8 ოქტომბერი. 2021. 01:34

 

„მინდა ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანურად მადლობა ვუთხრა პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი რამ, რომ დმანისის, ბოლნისის, მარნეულის, ახალქალაქის ხმები პირველი წამოვიდა“, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„არადა, ისტორიული ფაქტია, რომ ამ რაიონებს ყველა ხელისუფლება ინახავდა, რომ ბოლოში დაებალანსებინა. ჩემთვის ეს იცით, როგორი ნიშანი იყო? ნიშანი იყო იმის, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გაყალბებას. ამაში ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურება იყო, მისი საგარეო პოლიტიკის, მისი ურთიერთობების სომხეთთან, აზერბაიჯაინთან. არ შეიძლება, რომ ეს არ დავუფასოთ. მე შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმის დაფასებას, რაც ჩემს ქვეყანასა და სახელმწიფოს წაადგება“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner