logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მიღებულმა შედეგმა და საერთაშორისო შეფასებებმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით
- +

8 ოქტომბერი. 2021. 01:35

 

„მიღებულმა შედეგმა, 47%-მა და საერთაშორისო შეფასებებმა საბოლოო წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

 „მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, გულდასმით წაიკითხოთ ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სამწუხაროდ, იმ საერთო ეროვნულმა საკითხებმა, რეფერენდუმის თემამ მოახდინა ადგილობრივი არჩევნების ძირითადი არსის მიტაცება. სანამ თქვენთან მოვიდოდი, გადავხედე ეუთო/ოდირის წინა დასკვნებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროინდელ არჩევნებზე, რა პირობებში და გარემოში ტარდებოდა არჩევნები. ვნახე ასევე შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნები და ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შეფასებები ეუთო/ოდირის მხრიდან. რა თქმა უნდა, პოლარიზება კარგი არ არის ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებზეც ამ დასკვნებშია საუბარი, უცხო არ არის ბევრი იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებსაც ჩვენზე ცოტათი მეტი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გამოცდილება აქვთ. ამაზე საუბარი მქონდა ეუთო/ოდირის დირექტორთანაც. ეუთო/ოდირის დირექტორი საერთოდ არ ესწრება ხოლმე არჩევნებს, არა თუ ადგილობრივ, არამედ საპარლამენტო არჩევნებსაც და მისი ჩამოსვლა უპრეცედენტო იყო. არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მე მას შევხვდი, პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე, დაშინებაზე, სახელმწიფო და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარის გაქრობაზე მითხრა, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც აქვს იგივე პრობლემები. აი, ეუთო/ოდირის ეს დასკვნები რომ წაიკითხოთ და სათაურს ხელი დააფაროთ, რომელი ქვეყანაა, შეიძლება, გეგონოთ, რომ საქართველოზეა საუბარი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner