logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცმოძრაობის“ და მის ორბიტაზე მოტრიალე სხვა ოპოზიციური პარტიების ეს ფიასკო კარგი გაკვეთილი უნდა იყოს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 01:55

 

“ცალსახად შეიძლება ითქვას რომ რეფერენდუმი არ შედგა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დასრულდა ადგილობრივი არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის საგარეო კურსზე რეფერენდუმად განიხილავდა და შედეგებიც ცნობილია.

 

შედეგების მიუხედავად, რატომღაც არ დასრულებულა დისკუსია იმაზე, შედგა თუ არა რეფერენდუმი და თუ შედგა, წააგო თუ არა ის ოპოზიციამ.

 

ცალსახად შეიძლება ითქვას რომ რეფერენდუმი არ შედგა, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველს რომ რეფერენდუმად განეხილა, როგორც ამას ოპოზიცია ცდილობდა, მაშინ  ხალხი ოპოზიციას დაუჯერებდა და არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა.

ამომრჩეველმა ოპოზიციას არ დაუჯერა, მან ჩათვალა რომ ოპოზიცია ტყუის, როდესაც ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებაზე აპელირებს და შესაბამისად გააკეთა ის არჩევანი რაც უნდა გაეკეთებინა ჩვეულებრივ მუნიციპალური არჩევნებზე.

 

„ნაცმოძრაობის“ და მის ორბიტაზე მოტრიალე სხვა ოპოზიციური პარტიების ეს ფიასკო სხვათა შორის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს სამომავლოდ სხვებისთვის, რომ არ ეცადონ შეუთავსებლის შეთავსებას. პოლიტიკა ასეთ რამეებს ვერ იტანს“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner