logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ქართულ საზოგადოებას გადატრიალებები და რევოლუციები არ სჭირდება
- +

8 ოქტომბერი. 2021. 02:07

 

„ქართულ საზოგადოებას გადატრიალებები და რევოლუციები არ სჭირდება. ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება იმიტომ, რომ ძალიან რთულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ჩვენს საზღვრებთან ძალიან მძიმე და სერიოზული პროცესები მიდის. საერთოდ, მსოფლიოში მიდის ძალიან სერიოზული პროცესები. რეალურად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ვართ, ანუ, მარტო ვართ ამ პრობლემების წინაშე“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდარავამ for.ge-სთან განაცხადა.

 

„არც ერთ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ვართ, ასევე, რეალურად განსაკუთრებული კავშირები არავისთან არ გვაერთიანებს. როგორც 2008 წლის აგვისტოს ომმა გვაჩვენა, როდესაც ძალიან დიდი გაჭირვება და აგრესია მოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, ამ აგრესიის წინაშე მარტო აღვმოვჩნდით - ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანასთან ვმეგობრობთ, სტრატეგიული პარტნიორობაც გვაკავშირებს და როდესაც იმ ქვეყნებს სჭირდებათ ჩვენი სამხედრო ძალები, ჩვენ ვეხმარებით და ახლა არ მგონია, ჩვენ ვინმე დაგვეხმაროს. ამიტომ, გასაგებია, რომ გვესმის აქეთ-იქიდან ძალიან კარგი რჩევები და ამ რჩევებს მივესალმებით კიდეც, თუმცა ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდეს და ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც საზოგადოებისთვის საჭიროა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner