logo_geo
eng_logo
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მტკიცე იქნება
- +

27 ივლისი. 2016. 12:15


საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული.


ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობასა და ქართველ ხალხს სამხედრო გადატრიალების დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.


ამასთან, თურქეთის ელჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა, ან თურქეთში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები თურქეთი-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე აისახება.


„მომავალში თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მტკიცე იქნება", - აღნიშნა ელჩმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner