logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რამ უნდა შეგაყვაროს სამშობლოს მოღალატე მკვლელი, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი საკუთარი ხალხის მტრობა იყო?
- +

8 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

„ჩემთვის გასაგებია ხელოვნების ზოგიერთ მოღვაწეთა აღფრთოვანება სტალინის, ან ჰიტლერის პიროვნებით, მაგრამ აბსოლუტურად არ მესმის იმ ხალხის, ვინც თავის თავს ხელოვანს უწოდებს და უყვარს სააკაშვილი“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„გასაგებია მოგწონდეს გრანდიოზული საქმეები, მოგწონდეს სახელმწიფოზე, ხალხზე ზრუნვა და ვერ ხედავდე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ რამ უნდა შეგაყვაროს სამშობლოს მოღალატე სადისტი მკვლელი, რომლის არსებობის ერთადერთი მიზანი საკუთარი ხალხის მტრობა იყო?

ამ ადამიანებს მე ხელოვნების მოღვაწეებს ვერ ვუწოდებ, რადგანაც ხელოვანმა პირველ რიგში თავისი ნატურით უნდა გაითავისოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის ტკივილი და სიხარული.

და რა კარგი ნაწარმოებებიც არ უნდა ჰქონდეთ შექმნილი ამ ხალხს, შეუძლებელია ისინი მოღვაწეთა რანგში აიყვანო.

ისინი მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტური ფრაზით "ხელოვნების მუშაკი" ხასიათდებიან და ის რაც მათ გააკეთეს, არა შემოქმედის ნაღვაწი, არამედ უბრალოდ კარგი ხელოსნის ნამუშევარია“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner