logo_geo
eng_logo
9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
- +

8 ოქტომბერი. 2021. 11:06

 

 

 

2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

 

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 24% (4156777), ჩინეთი – 16% (3961484), ლატვია – 2% (1218075), ლიეტუვა – 36% (744600), აშშ – 18% (807413), გერმანია – 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი – 178% (513724). ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი. მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 88% (261538), შვედეთი – 59% (96400), ჩეხეთი – 202% (112356), საფრანგეთი – 7% (56800), ყაზახეთი – 32% (2805598), ისრაელი – 28% (304827), აზერბაიჯანი – 21% (162527), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 8% (8609575), რუსეთი – 7% (43350901), მონღოლეთი – 146% (362370), ბელარუსი – 12% (2642509) და ა.შ. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.

 

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%). ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 97% შეადგინა.

ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84% შეადგინა. ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner