logo_geo
eng_logo
პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს
- +

27 ივლისი. 2016. 12:48


მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლეები უწყებაში დილიდან, ცალ-ცალკე მიდიან. მათ გამოკითხვაზე გამოცხადების უწყება გუშინ გაეგზავნათ.

საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ცალკეული მოსამართლეების თვალთვალი და დაშანტაჟება ხდება. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე მთავარ პროკურატურაში დაბარებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, თუმცა როგორც ცნობილია, პაპუაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას იქამდე არ გეგმავს, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner