თვითმხილველები ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, სავარაუდოდ, აფეთქებას მოჰყვა.
„ჯერ ხმა იყო და შემდეგ ჩამოინგრა, სავარაუდოდ, აფეთქდა რაღაც“,- განაცხადა თვითმხილველმა „ბათუმელებთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს.