ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„როცა კოტე მარჯანიშვილს საკუთარი მსახიობები დაუპირისპირდნენ, დიდმა რეჟისორმა, უმადურობით გაოგნებულმა, მათ ასე მიმართა:
„დამიბრუნეთ ჩემი როლები!“
***
ხომ შეიძლება, დღეს ამ უმადურებს ბიძინა ივანიშვილმა ასე მიმართოს:
„დამიბრუნეთ ჩემი ქველმოქმედება!“
***
საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ?
მაგალითად, თამარ ჭოხონელიძე.
დაუბრუნებს ლამაზ აგარაკს?!
***
ან ის რას იზამს?!
ან ის?!
ან ის?!
***
ნუ გეშინიათ, თქვე მართლა საცოდავებო!
ნუ გეშინიათ!
არ მოგმართავთ!
უბრალოდ, გრცხვენოდეთ თქვენი „როლების“... - წერს იოსებ ჭუმბურიძე.