logo_geo
eng_logo
ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ავარიული არ იყო, ნგრევის მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობი
- +

8 ოქტომბერი. 2021. 13:24

 

 

ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ავარიული არ იყო და ნგრევის მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.

 

როგორც სურმანიძემ განაცხადა, ასევე უცნობია ინფორმაცია დაშავებულების რაოდენობის შესახებ.

 

მისივე განცხადებით, ყველა დაზარალებული ოჯახი დღესვე ალტერნატიულ ფართში იქნება გადაყვანილი, ხოლო მომიჯნავე სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია ხდება.

 

,,დაშავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, სავარაუდოდ, ერთი არის ბავშვი, რომელიც ქუჩაში მდგომ მანქანაში იჯდა და მაშველების მიერ უვნებლად არის გამოყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია.

 

ყველა ოჯახი იქნება ალტერნატიულ ფართში გადაყვანილი დღესვე, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც ასეთი სიტუაციები ხდება. მომიჯნავე სადარბაზოდან ახლაც მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია იმისათვის, რომ რაიმე საფრთხე არ დაემუქროს მათ სიცოცხლეს. ადგილზე მუშაობს როგორც სპეცტექნიკა, ასევე მაშველებიც“, - აღნიშნა ლელა სურმანიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner