logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადარჩნენ
- +

8 ოქტომბერი. 2021. 14:06

 

 

 

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაო აქტიურად გრძელდება.

 

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, ჯერ ნანგრევებში ადამიანები არიან. მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. გრძელდება კონტაქტი მათთან“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

მისივე განცხადებით, მობილიზდება დამატებითი სამაშველო ძალები მეზობელი რეგიონებიდან. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

 

​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა.

 

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner