აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა, ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ, მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე, ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ახლა მთავარია, ვუშველოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. დამატებით მობილიზებულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან დამატებითი ძალები.