logo_geo
eng_logo
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან ზვიად კუპრავა დააკავეს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 14:55

 

 

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან ზვიად კუპრავა დააკავეს.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ზვიად კუპრავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა გააპროტესტა.

 

ზვიად კუპრავამ ციხის კედელზე წარწერას „თავისუფლება მიშას“ აკეთებდა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

როგორც პოლიციის უფროსმა განმარტა, ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგან ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner