აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, 2 ადამიანს, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევისას ნანგრევებშია მოყოლილი უახლოეს წუთებში ამოიყვანენ. ამის შესახებ მან “კურიერის” ეთერში განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი არის მოყოლილი ნანგრევებში. 2 ადამიანი ძალიან ახლოს არის, კონტაქტზე არიან და ჩემი ინფორმაციით, მაშველები ძალიან მალე ამოიყვანენ“, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.