logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად
- +

8 ოქტომბერი. 2021. 17:38

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მედიასთან კომენტარის შემდეგ, ბათუმში მომხდარი ნგრევის შესახებ, სოციალურ ქსელშიც წერს.

 

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები“, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის, არიან დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner