logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ლაპარაკია შენობაზე, რომელშიც 30 წელზე მეტია საერთოდ არაფერი გაკეთებულა!
- +

7 მარტი. 2016. 04:43


„სოლიდაროის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის გარემონტების გამო უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილს პასუხობს:

 

„პოსკრიპტუმს ვუყურებ ახლა და ვხედავ უსინდისობის პიკს. აკრიტიკებენ იმას,  რომ თურმე მთავრობის ადმინისტრაციის შენობა გარემონტდა.

ლაპარაკია შენობაზე, რომელშიც 30 წელზე მეტია საერთოდ არაფერი გაკეთებულა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა (და ამაში ყველა დამემოწმება ვინც მაშინ იქ მუშაობდა) რომ ოთახებში ხოჭოების ბუდეებიც კი იყო გაჩენილი.

ახლა ამბობენ პრემიერისთვის გარემონტდა თავიდან ათონელის შენობაო და ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე თქვა რომ ის არ აპირებდა ახალ შენობაში გადასვლას და ამაში ფულის გადაყრას.

თითონაც ძალიან კარგად იციან ამ ჟურნალისტებმა რომლებმაც ამ თემაზე იმუშავეს, რა დღეში იყო მთავრობის ადმინისტრაციის (იმ დროს კანცელარიის) შენობა. მგონი ამ ერთი ფოტოთიც გასაგებია ყველაფერი. და ბოლოს, ამას აკრიტიკებენ ამ შემთხვევაში ადამიანები „რ2"-ის სახით, რომლებსაც ერთი კითხვა არ გასჩენიათ სააკაშვილის მიერ სასახლის აშენებასთან და ქუთაისის პარლამენტზე მილიონობით ლარის უაზროდ დახარჯვასთან დაკავშირებით!"- წერს მჭედლიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner