საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში ჯერ არ მისულა.
პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად 13:00 საათზე იყო დაბარებული.
პაპუაშვილი დღეს პროკურატურაში სავარაუდოდ არ გამოცხადდება. როგორც პაპუაშვილმა გუშინ აღნიშნა, საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს.