logo_geo
eng_logo
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება
- +

8 ოქტომბერი. 2021. 18:34

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.

 

შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ვიზიტისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.

 

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია დავადასტურო, სამიტი 29-30 ივნისს ჩატარდება. ვხედავთ სტრატეგიულ კონკურენციას, გაცილებით აგრესიულ რუსეთს და ჩინეთის მცდელობებს, დააშინოს სხვა ქვეყნები. ჩვენ ამ გამოწვევებს მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ და სწორედ ამას გავაკეთებთ მომავალ წელს მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, 2022 წლის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები სტრატეგიულ კონცეფციასაც შეიმუშავებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner