ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები ტარდება.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.