გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ფილიპინელ ჟურნალისტს მარია რესასა და გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს დიმიტრი მურატოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება მიულოცა.
„ეს აღიარება იმის შეხსენებაა, რომ საზოგადოება თავისუფალი ვერ იქნება ჟურნალისტების გარეშე, რომლებსაც დანაშაულის გამოძიება და ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმა შეუძლიათ. პრესის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.