ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლთან მობილიზებულია სამაშველო ძალები და მუნიციპალური სამსახურები.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.