logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დასავლეთის შეფასებები გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის დრო, წარსულს ჩაბარდა
- +

8 ოქტომბერი. 2021. 20:13

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ეხმაურება.

 

ჩიხელიძე საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სტანდარტულს უწოდებს. მისივე თქმით, მათი განცხადებები მოწმობს, რომ ისინი საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერევიან, რადგან პატივს სცემენ საქართველოს სასამართლოს სისტემას.

 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაჭერის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ქუჩაში გამოსვლას და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება/აღშფოთებას ელოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. სააკაშვილის დაკავებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, საზოგადოებაში კი საპროტესტო მუხტის ნაცვლად სიჩუმე და მიშას დაკავებით გამოწვეული აღტაცებაა. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, მათ გააკეთეს განცხადება განცხადებისთვის, ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოთი იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის სტანდარტული განცხადება, რომლის მსგავსიც ათასობით გაკეთებულა.

 

უცხოელი პარტნიორების შეფასება პირდაპირ მოწმობს, რომ ისინი საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერევიან და პატივს სცემენ საქართველოს სუვერენულ უფლებებს და საქართველოს სასამართლო სისტემას, რომელიც 2012 წლის შემდეგ პოლიტიკისგან სრულად გათავისუფლდა, დღეს არათუ ყოფილი პრეზიდენტი, არამედ ნებისმიერ ბრალდებული სამართლიანი, თავისუფალი სასამართლო სისტემით სარგებლობს. საერთაშორისო დონეზე, სააკაშვილის ერთადერთ დამცველად ჟირინოვსკი მოგვევლინა, რუსეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული და კომიკური ფიგურა. დასავლეთის განწყობები და შეფასებები კი გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის როგორც პოლიტიკური ლიდერის დრო წარსულს ჩაბარდა და მასზე დროის დაკარგვას არ აპირებენ. ზოგადად არცერთი ადამიანის დაკავება არ მახარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს, სააკაშვილი გამონაკლისი ვერ იქნება!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner