logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის პიროვნება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების გატარებისთვის იბრძვის
- +

8 ოქტომბერი. 2021. 20:21

 

 

 

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნის შემდეგ სულ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ის ოპოზიციისთვის მიუღებელი, ხოლო მოსახლეობისთვის სასურველი პერსონა გამხდარიყო“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

დავით ჩიხელიძეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი შს მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს განხორციელებული ფაქტები მოჰყავს და ამბობს, რომ ოპოზიციისთვის ღარიბაშვილი მიუღებელი სწორედ მისი სიძლიერის გამო გახდა:

 

„ოპოზიციას, პირველ რიგში, ღარიბაშვილის, სამართლიანი, მკაცრი და ობიექტური პოლიტიკა აშინებს, რომელიც საქართველოსთვის ესოდენ საჭირო და აუცილებელია! გასაგებია, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის სიძლიერე არ ახარებს, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სახელმწიფოს სიძლიერე არ გახარებდეს, როდესაც ღარიბაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი იკისრა, ეს პირველ რიგში სახელმწიფოს გამარჯვება იყო, რაც ოპოზიციას არ გაუხარდა. ასევე, სახელმწიფოს და სამართლის გამარჯვებაა, როდესაც დამნაშავეს იჭერენ, მაგრამ ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია. სახელმწიფოს გამარჯვებაა, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწერება ხელი, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს ტრაგედიაა. სხვა უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, როდესაც ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გაიმარჯვა, რაც ოპოზიციაში უკმაყოფილებას იწვევს.

 

ღარიბაშვილი შს მინისტრი - დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, დაიჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული ძალადობრივი სისტემის შემქმნელები. ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი - ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი - მოხდა ჯართში ჩასაბარებლად განწირული ვერტმფრენების მოდერნიზება, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, მახათას მთაზე დაიწყო სამხედრო ქალაქის მშენებლობა და ა.შ. ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი - მოხდა საქართველოს გაძლიერება რეგიონში (სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი იკისრა, რასაც საერთაშორისო დონეზე პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა). ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, დააკავა საქართველოს ძებნილი პრეზიდენტი. ოპოზიციისთვის ღარიბაშვილი მიუღებელი, სწორედ მისი სიძლიერის გამო გახდა. ის არის პიროვნება, რომელიც ებრძვის უსამართლობას და სახელმწიფო ინტერესების გატარებისთვის იბრძვის. ბოლოს კი გამსახურდიას ცნობილ სიტყვებს გავიხსენებ: „ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner