logo_geo
eng_logo
თურქეთის ხელისუფლებამ 47 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
- +

27 ივლისი. 2016. 13:47


თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის" 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა.


როგორც „ბიბისი" იტყობინება, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.


თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს" ცნობით, ორდერის გაცემის შემდეგ დააკავეს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი - ის „ზამანის" ყოფილი თანამშრომელი სახინ ალპაია.


ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 დაკითხვის მიზნით დააკავეს.


თურქეთში მოხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო მთელი ქვეყნის მაშტაბით დააკავეს ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner