logo_geo
eng_logo
პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 22:05

 

 

პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„ბელარუსის პატრულმა საზღვარზე ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სავარაუდოდ, ფუჭი ტყვიები გამოიყენეს. არავინ დაშავებულა“, - განაცხადეს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა, რომ ბელარუსის დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარეს ბელარუსის მხრიდან პროვოკაციების განსახილველად.

 

7 სექტემბერს, მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფონზე, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner