ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროპა უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს იმ საფრთხეებს, რომელიც ავღანეთიდან მიგრაციის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
„რაც შეეხება ავღანეთიდან ტერორისტულ საფრთხეს, უნდა ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით, განგაშის დონე არ არის საკმარისად მაღალი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი ქმედება“, - აღნიშნა ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა.
ილვა იოჰანსონმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, სათანადოდ შეამოწმონ და დაარეგისტრირონ ავღანეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი.
ევროკომისარის თქმით, ავღანეთში სიტუაცია მძიმეა, რომ ეკონომიკური კოლაფსის, შიმშილისა და ჰუმანიტარული კატასტროფის უზარმაზარი რისკი არსებობს.