logo_geo
eng_logo
„ქუჩაში რომ ხალხი გაფურთხებთ - არ გრცხვენიათ?“
- +

27 ივლისი. 2016. 13:52


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ლატარია ზურაბ ჭიაბერაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და სტატუსს აქვეყნებს:


„ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილს მინდა ვკითხო და კარგი იქნება, თუ გამცემს პასუხს.

 

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილს:

 

არ გკითხავდით არაფერს, მაგრამ რახან არ გვეშვებით და მაინც ცდილობთ, იპოლიტიკოსოთ, იქნებ მიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:

 

1. „ქართვლის დედაზე" რაც გაქვთ დაწერილი, ამით ამაყობთ თუ გრცხვენიათ?

2. მერიაში თქვენს მეგობრებს რომ მოაწევინეთ მარიხუანა და დილით ნარკოლოგიური დააყენეთ თავზე, ამით ამაყობთ თუ გრცხვენიათ?

3. თქვენმა მეგობარმა რომ აკრიფა ფული და გიყიდათ საათი, თქვენ კიდევ ის კორუფციის ბრალდებით გადაეცით პროკურატურას, ამით ამაყობთ თუ გრცხვენიათ?

4. ჯანდაცვის მინისტრად რომ იყავით და, ვინც თქვენ არ გიჭერდათ მხარს და უხსნიდით ყველა დახმარებას, ასევე ოპერაციასაც კი არ უკეთებდით, ამით ამაყობთ თუ გრცხვენიათ?

5. საგარეჯოს მოსახლეობას რომ ხვდებით და ანგელოზობთ, არ გრცხვენიათ?

და ბოლოს:

ქუჩაში რომ დადიხართ და ხალხი გაფურთხებთ, როგორ შეგიძლიათ, ღამე დაიძინოთ და ნამუსმა არ შეგძრააათ?

 

კითხვა კიდევ მაქვს უამრავი, მაგრამ ჯერ ამით დავიწყოთ.

 

ველოდები თქვენს პასუხს",- წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner