ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-მა ტაივანის საკითხზე სტატუს-კვო უნდა შეინარჩუნოს.
„ერთი ჩინეთის“ პრინციპი ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველია. აშშ-მა უნდა გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები და გააუქმოს ტაივანთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, ხოლო ამერიკულმა ძალებმა ტაივანი უნდა დატოვონ“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.