logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ-ის დელეგაცია დოჰაში „თალიბანის“ მაღალჩინოსნებს შეხვდება
- +

9 ოქტომბერი. 2021. 02:42

 

 

 

აშშ-ის დელეგაცია დოჰაში „თალიბანის“ მაღალჩინოსნებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ყატარის დედაქალაქში 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება.

 

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა და აშშ-ის დაზვერვის თანამდებობის პირები შედიან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ეს აშშ-ისა და „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა იქნება.

 

„ეს შეხვედრა „თალიბანთან“ პრაგმატული ჩართულობის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესების საკითხებზე ვაწარმოებთ. ეს შეხვედრა არ ეხება აღიარებას ან ლეგიტიმურობის მინიჭებას. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ლეგიტიმაცია „თალიბანის“ ქმედებების შედეგი უნდა იყოს“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner