ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანის სამხედრო სარაკეტო პროგრამებში ჩართულ ორ ორგანიზაციას სანქციები მოუხსნა.
სანქციები Mammut Industries-ისა და მისი შვილობილი კომპანია Mammut Diesel-ის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში დააწესა.
აღნიშნული ორგანიზაციები გამოვლინდნენ, როგორც ირანის სარაკეტო პროგრამებისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მთავარი მწარმოებლები და მიმწოდებლები.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბირთვული შეთანხმების საკითხზე ირანთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს.