logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პაპუაშვილს შევახსენებ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუციაა
- +

27 ივლისი. 2016. 14:38


„უცნაურად მეჩვენება, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში არ მიდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე აუცილებლად შევხვდები მას", - განუცხადა  ჟურნალისტებს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.



„მინდა, პაპუაშვილს შევახსენო,  რომ პროკურატურა არ არის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული ინსტიტუცია, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როცა მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა იგი არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან.

 

 რატომღაც ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება და ქმნიან მიზანმიმართულად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მართავდეს მთლიანად ამ პროცესებს, ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას,  თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ასე ნამდვილად არ არის, არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში, ეს ასე აღარ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner