განათლების მინისტრად წოდებულმა თამარ სანიკიძემ, რომელსაც ქართველი საზოგადოება სულ ახლახან, სკოლებში გეი-აქტივისტებისთვის საოცნებო სახელმძღვანელოს - „ მე და საზოგადოება" - შეტანის მზაობისთვის აუმხედრდა, კიდევ ერთი „საგმირო საქმე" ჩაიდინა, როდესაც ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას!
24 თებერვალს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „ეპიცენტრს" სტუმრობდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა მინისტრს ჰკითხა, ვის უნდა მიმართოს მშობელმა, როდესაც სასწავლო დღის ლოცვით დაწყებისას მისი შვილი განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის გამო იჩაგრებაო?!
ჰოდა, მინისტრმაც აუშვა აფრები: „აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება, იმიტომ, რომ საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა და ჩვენ ამას ვერ ავცდებით! ყოველთვის იქნება სკოლა, სადაც იქნებიან სხვადასხვა რელიგიის თუ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
აქედან გამომდინარე, ეს არის დაუშვებელი, ეს არის კანონის დარღვევა და, როგორც კანონის დარღვევის აღმკვეთი, ამ შემთხვევაში, უკვე შემოვდივართ ჩვენ..."
სად „შემოდიხართ", ქალბატონო თამარ?! ცოტა ფრთხილად „შემოდით", ემანდ, მარცხი არ მოგივიდეთ!
ამდენად, ძვირფასო მკითხველო, ვგონებ, ყველაფერი ცხადზე უცხადესია!
დავიწყოთ იმით, რომ სკანდალური ესსეს - „ნიჩურტა, მე ქართველი ვარ!" - დამწერი
გიორგი მარგველაშვილის ნაბუღალტრალი და, ბედის უკუღმართობის გამო, განათლების მინისტრად აღზევებული არსებისგან არც არაფერი უნდა გაგვიკვირდეს!
ანუ ამ არსებას რომ ჰკითხო, თურმე, „სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად" ჩვენი ბავშვებისთვის გეებისა და ლესბოსელების გულშემატკივრობაში ვარჯიში „აბსოლუტურად მისაღებია", ხოლო უფლისადმი ლოცვის აღვლენა - დანაშაული!
კარგი, ბატონო, ავლაბარში ან გარდაბანში, სომხურ თუ აზერბაიჯანულ სკოლებში, აბა, რომელი ჭკუათამყოფელი მასწავლებელი დაიწყებს გაკვეთილებს „მამაო ჩვენოთი", მაგრა ქართულ სკოლებში რატომ უნდა იყოს ეს „აბსოლუტურად მიუღებელი"?!
პასუხი მარტივია:
ამ თამარ სანიკიძეს და მისნაირ ლიბერასტ სოროსელებს სურთ, რომ მათ მიერ 30- ვერცხლიან გრანტში გაყიდულ საქართველოში ჩვენი შვილები უჯიშო, ურწმუნო, უსახურ გლობალისტ-კოსმოპოლიტებად გაიზარდონ!
თამარ სანიკიძეს ერთი ნერვიც რომ უფეთქავდეს ქართულად, როგორც განათლების მინისტრი, პირველი, სწორედ ის უნდა მიესალმებოდეს სკოლაში გაკვეთილების „მამაო ჩვენოთი" დაწყებას!
მაგრამ თამარ სანიკიძისა და მისნაირი ლიბერასტების უბედურებაც ის არის, რომ საქართველოზე და ქართველერზე მეტად უცხოელი პატრონების მიერ დროდადრო ჩამორიგებული მწვანე დოლარები უყვართ!
და იმისთვის, რომ თამარ სანიკიძემ და მისნაირმა ლიბერასტებმა კვლავაც დაიმსახურონ უცხოელი პატრონების კეთილგანწყობა და, შესაბამისად, უხვი დაფინანსება, ისინი ღიად ებრძვიან მართლმადიდებლობას!
დიახ, თამარ სანიკიძე ქართულ სკოლებში მართლმადიდებლობას ცეცხლითა და მახვილით ებრძვის!
დიახ, განათლების მინისტრი ქართულ სკოლებში „მამაო ჩვენოს" კრძალავს!
დიახ, თამარ სანიკიძე ქართულ სკოლებში მართლმადიდებლებს სდევნის!
როდესაც ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობის დაცვის მოტივით სკოლაში ლოცვას კრძალავ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოდიში და, ფეხებზე იკიდებ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის უფლებას, შვილები მართლმადიდებლებად აღიზარდონ!
ანუ თამარ სანიკიძე უმცირესობების უფლებათა დაცვის სანაცვლოდ, დემონსტრაციულად არღვევს უმრავლესობის უფლებებს!
აი, ამას ეძახიან ტოლერანტობას"!
და ამას ჰქვია ცივილიზებულობა"!
აი, ეს არის „ევროპელობა" !
მომკალით და ვერავინ დამაჯერებს, რომ ქალბატონ სანიკიძეს ოდესმე წაუკითხავს
„მამაო ჩვენო " და შეუგრძნია უფლისადმი აღვლენილი ლოცვის უდიდესი მადლი!
სოროსელმა ლიბერასტებმა ჩვენს შვილებს მოჰპარეს იაკობის „დედა ენა"!
სოროსელმა ლიბერასტებმა ჩვენს შვილებს წაართვეს იაკობ ცურტაველისა და გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფია!
სოროსელმა ლიბერასტებმა ჩვენს შვილებს დაუმალეს რაფიელ ერისთავის უკვდავი „სამშობლო ხევსურისა"!
ახლა კი სკოლაში „ მამაო ჩვენო " წარმოთქმასაც უკრძალავენ!
ასე რომ, აბსოლუტურად მიუღებელი გაკვეთილების წინ უფლის სადიდებელი „მამო ჩვენოს" აღვლენა კი არა, საკონცენტრაციო ბანაკის „ესესელი" ზედამხედევლის უსულო მზერის მქონე თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობაა!
და იმ მთავრობას რა ვუთხარი, განათლების მინისტრად თეა თუთბერიძის თანამოაზრე თამარ სანიკიძე რომ ეყოლება!
გიორგი გიგაური