logo_geo
eng_logo
სამთავრობო უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2016“
- +

27 ივლისი. 2016. 15:02


25 ივლისს სამთავრობო უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2016" დაიწყო. პირველი ორი დღის განმავლობაში სწავლება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნულ სიტუაციურ ოთახში მიმდინარეობდა. სწავლებაში ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობდა.


სწავლების მთავარი მიზანი იყო კრიზისის დროს სამთავრობო უწყებების ურთიერთქმედების და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწა.


„დიდგორი 2016"-ის სწავლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა სამთავრობო უწყების 80-მდე წარმომადგენელი, ასევე  700-მდე სამხედრო პირი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner