logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: გაუხუნარი და დაუვიწყარი ეპოქის შვილები!
- +

9 ოქტომბერი. 2021. 23:32

 

„ქ-ნი ქსენია იყო ტრაგიკული პიროვნება, საბჭოთა ხანის სისტემამ იმსხვერპლა მისი შვილები, სამართლიანობის გამო ოთარაანთ ქვრივის მსგავსად „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა მგლოვიარე დედამ და რომ ვერაფერს გახდა, პირველი საპროტესტო აქცია მოაწყო მაშინდელ საბჭოთა პროკურატურასთან, ცოტა ხანში მან შემოიკრიბა ასეთივე შაოსანი ქალბატონები, ვინც სამართალი ვერ ნახა...“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეროვნული მოძრაობის ფოტო და ვიდეო მატიანეში ხშირად თვალში შესამჩნევია შაოსანი ქალბატონი ქსენია ქურდოვანიძე (მრავალი წელია გასული და თუ გვარში შეცდომა მაქვს კომპეტენტურმა შემისწორეთ). ქ-ნი ქსენია იყო ტრაგიკული პიროვნება, საბჭოთა ხანის სისტემამ იმსხვერპლა მისი შვილები, სამართლიანობის გამო ოთარაანთ ქვრივის მსგავსად „რკინის ქალამნები“ ჩაიცვა მგლოვიარე დედამ და რომ ვერაფერს გახდა, პირველი საპროტესტო აქცია მოაწყო მაშინდელ საბჭოთა პროკურატურასთან, ცოტა ხანში მან შემოიკრიბა ასეთივე შაოსანი ქალბატონები, ვინც სამართალი ვერ ნახა... ამ ქალბატონებმა მძლავრი საპროტესტო, მჯდომარე აქცია მოაწყეს რუსთაველის გამზირზე, ცისფერი გალერეის კიბეებზე. იმ ბობოქარ ეპოქაში ქ-ნ ქსენიას გზა გადაიკვეთა ქართველ დისიდენტებთან და ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან. განსაკუთრებით მერაბ კოსტავასთან. ასე დარჩა ისტორიულ ფოტოებში შაოსანი ქალბატონი ეროვნული გმირის გვერდით! ასეთი ფოტოები მრავლადაა... არ არსებობდა მიტინგი, სადაც ქ-ნი ქსენია არ ყოფილიყო ათენებდა და აღამებდა მთავრობის სასახლის წინ ეს ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც უშიშარიც იყო და ამავე დროს რა გინდოდა არ გეთხოვა მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ არ გაეკეთებინა. სანდო და ერთგული ადამიანი, ერთგვარ დედა ტერეზად იქცა მომიტინგეებისთვის, მოშიმშილეებისთვის და ყოველთვის წინა ხაზზე იყო.. ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებშიც ჩანს, მოგვიანებით უკვე მრგვალი მაგიდის აქციებზე. ყოველთვის ეკავა ვინმეს ფოტო (დაღუპული შვილების, მერაბ კოსტავასი ან ზვიად გამსახურდიასი), პატარა შინდისფერ დროშას სულ თან დაატარებდა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა საქართველოში სამართლიანობას! ეს დღეები, რატომღაც სულ მახსენდებოდა და გადაწყვიტე დამეწერა... ასე დარჩა ქ-ნი ქსენია ეროვნული მოძრაობის ისტორიაში, ისეთ კოლორიტ პიროვნებებთან ერთად როგორიც იყო ჩოხოსანი მიხეილ დიდებულიძე, ბაბუ-მელორ წურწუმია, მეუფე ამბროსი ქათამაძე და რაც ყველაზე მეტად ეამაყებოდა დგომა ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან!

 

გაუხუნარი და დაუვიწყარი ეპოქის შვილები!“- წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner