logo_geo
eng_logo
ბუტა სეთურიძე: უპატიებელია უბედური ადამიანის გლოვით რეიტინგის აწევის მცდელობა!
- +

9 ოქტომბერი. 2021. 23:33

 

ყველაფერს თავზე ნუ გადავიხევთ, თორემ მერე აგრესიას მარტო ბნელებისგან კი არა, ქუჩაში მოსიარულე ნებისმიერი ადამიანისგან ვიგრძნობთ, თანაც ამჯერად დამსახურებულად!” - ამის შესახებ ჟურნალისტი ბუტა სეთურიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც დღეს, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის მიერ ჭირისუფლის ჩაწერას ეხმიანება.

 

უპატიებელია ცხედრების ეთერში ჩვენება! უპატიებელია უბედური ადამიანის გლოვით რეიტინგის აწევის მცდელობა! უპატიებელია ჭირისუფლისთვის მიკროფონით კითხვის დასმა ( კითხვის შინაარსის გააზრება საერთოდ მანგრევს )! უბრალოდ უპატიებელია და საერთოდ ფეხზე მკიდია, ვინ რას ეძახის ამას, ეგეთი კოლეგებიც ფეხზე მკიდია.

 

ყველაფერს თავზე ნუ გადავიხევთ, თორემ მერე აგრესიას მარტო ბნელებისგან კი არა, ქუჩაში მოსიარულე ნებისმიერი ადამიანისგან ვიგრძნობთ, თანაც ამჯერად დამსახურებულად!

 

პ.ყველა ასეთი ამაზრზენი ვიდეო დავარეპორტე, თქვენც იმავეს გირჩევთ”, - წერს  ბუტა სეთურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner