logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშილი: ჟურნალისტი ეუბნება ოპერატორს - ახლო კადრი არ გადაიღო, ბავშვია, ბავშვია!
- +

9 ოქტომბერი. 2021. 23:34

 

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

 

გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვუყურებდი მაშველების მუშაობის პროცესს, როცა ბავშვის ცხედარი იპოვეს, ერთ-ერთ ჟურნალისტს მიყავდა გამოშვება და ოპერატორმა აშკარად ბავშვის ახლო კადრის გადაღება გადაწყვიტა და უცებ ჟურნალისტი ეუბნება - ახლო კადრი არ გადაიღო, ბავშვია, ბავშვია!  ვის ეცალა ამისთვის, მაგრამ მაგ წუთებში თუ რამე შეიძლება მოგეწონოს, ამ ჟურნალისტის ქცევა მომეწონა, არ ვართ მიჩვეულები მაღალ სტანდარტებს ამ არხისგან. სამაგიეროდ შემოვდივარ აქ და მხვდება კადრები მათი კოლეგა არხის გვერდზე - "შვილმკვდარი მამის ტირილი" "რას ამბობს ადამიანი, რომელმაც ცოლშვილი დაკარგა" "გარდაცვლილი ქალის ახლობლები საავადმყოფოში" "ფოტო: ჯერ კიდევ გუშინ ბედნიერები"...

 

ადამიანებო, რათ გიღირთ? უბრალოდ ის რომ მერე თვის ბოლოს დადოთ როგორ გაქვთ ყველაზე მეტი "რიჩი", სპობთ ისედაც გაუბედურებულ ადამიანს და სპობთ ყველას, ვისაც ამ კადრებს ანახებთ მხოლოდ იმიტომ რომ რა? ბევრი "შეარი" დააგროვოთ? ადამიანური გრძნობები, პატივისცემა, თანაგრძნობა, ემოცია, როგორ დავიჯერო რომ საერთოდ არაფერი არ გაქვთ? სულ არ მგონია რომ ვინმე თქვენნაირს რამეს გავაგებინებ ამას როცა ვწერ, უბრალოდ მერე თქვენ ვის უკითხავთ მორალს საერთოდ რამეზე? მართლა უსისხლოები ხართ და მართლა არაფერი არ არსებობს თქვენთვის წმინდა,  საერთოდ არაფერი, თვის ბოლოს მიღებული სმს-ის გარდა: თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა ამ თვის უნამუსობის ანაზღაურება“, - წერს ბექა მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner