უნიკალური გამოცემა „პატრიარქის ნათლულები" უკვე გაყიდვაშია.
უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიულ გამოცემაში პატრიარქის მიერ 2008-2015 წლებში მონათლულთა სია მონათვლის წლისა და ანბანური რიგის მიხედვითაა წარმოდგენილი.
ალბომში შეტანილია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობისა და საყოველთაო ნათლობების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და ის ქადაგებები და ლოცვები, რომლებიც ნათლულების მიმართაა და ასევე ოჯახის სიწმინდესა და ღირებულებებს ეხება.
სპეციალურად ალბომისთვის შეიქმნა ქართული ანბანის განსხვავებული, მხატვრული ვერსია, რომელიც საზედაო წარმოსაჩენად იქნა გამოყენებული და ალბომს კიდევ უფრო განსხვავებულ იერს სძენს.
„ეს უნიკალური და ულამაზესი წიგნი-ალბომები, ყველა ოჯახისთვის საგანძურია. გამოცემები გაუძლებს დროს და ოჯახებსა და თაობებში დარჩება, როგორც დასტური იმ დიდი მადლისა, რაც განგებამ არგუნა თქვენს პატარებს - ყოფილიყვნენ ჩვენი დროის უდიდესი ადამიანის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულნი", - ნათქვამია გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წიგნი-ალბომის ტირაჟი შეზღუდულია.
ამჟამად პატრიარქის ნათლულთა სიაში 28 ათასი პატარა შედის.