„სააკაშვილმა კოდორის გადაცემის პირობა დაუდო ვლადიმირ პუტინს. ეს ფაქტია! 2006 წლის 13 ივნისს სააკაშვილი შეხვდა პუტინს სოჭში. მერე სოჭში დასხდნენ კატერზე, გავიდნენ ზღვაში, 2 საათი ილაპარაკეს და 1 თვეში პუტინი თავს დაგვესხა. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, ოქრუაშვილი, ეს ნაძირალა, ერის გამყიდველი, ორფოლოს პოლიგონზე წავიდა, მოამზადა ჯარი და შემოვიდა კოდორში. თავს დაესხა კოდორს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ბრძანებით!“ - ამის შესახებ ქართველმა პოლიტიკოსმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამხარეო რწმუნებულმა კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანმა გაზეთ „ქართულ აზრს“ განუცხადა.
„რასაც იქ აკეთებდა ქართული „კაგებე“, იგივე გააკეთეს კოდორის ხეობაში. იტაცებდნენ გაეროს ხალხს, რომლებიც რამდენჯერ გავათავისუფლებინე. ნაძირალა გივი თარგამაძე რომ ჰყავთ, ჩემზე რომ თქვა, მილიონი აიღო და გაათავისუფლა გაეროს მისიის წარმომადგნელებიო, სინამდვილეში გაეროს წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა გერმანელმა, რომელიც დატყვევებული იყო, ჭუჭყიანი მაისური რომ ეცვა, გაიხადა და მაჩუქა, რომელსაც ინგლისურად ეწერა, „მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე“. ეს მაჩუქა. ეს თუ მილიონი ღირს, არ ვიცი. ეს იყო შავი პიარი იმისთვის, რომ კოდორის ხეობა ჩაებარებინათ”, - განუცხადა ემზარ კვიცინმა „ქართულ აზრს“.
აღნიშნული ინტერვიუს სრულად ნახვა შეგეძლებათ, „ქართული აზრის“ მე-10 ნომერში.